Saturday, February 25, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დაიწყო წინა ტრენინგის მასალის გამეორებით, გადავხედეთ მესამე დღის რეფლექსიას.
ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე.
კომენტარი გავუგზავნეთ კოლეგებს, გვქონდა უკუკავშირი.
პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინააარსობრივი კითხვები.
მივიღეთ საშინაო დავალება.
მიმართულები მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვები
* რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანზე?
თემატური კითხვები
* რატომ გვიყვარს კლასიკური მუსიკა?
შინაარსობრივი კითხვები
* ვინ იყო პირველი ქართველი პროფესიონალი ბანი. რომელიც მღეროდა ,,ლა სკალას" სცენაზე?
* რომელი იყო პირველი ქართული ოპერა?
* რა ჟანრის მუსიკას უსმენენ მოზარდები?
* რომელი ქართველი მომღერლები მღერიან ,,ლა სკალაში"?
Sunday, February 19, 2017
პროექტის სასწავლო მიზნაბი
მოსწავლეები შეძლებენ:
ჩაატარებენ კვლევას როგორც თავისი სკოლის, ასევე სხვადსხვა სკოლის თანატოლებში და განსაზღვრავენ თუ რა იციან მათ პროფესიული მუსიკის, კერძოდ ოპერის შესახებ.
გამოიკვლევენ რამდენად აქტუალურია დღესდღეობით პროფესიული კლასიკური
მუსიკა.
. გამოიკვლევენ თუ რა იციან მშობლიურ ქალაქში / თელავი/ საოპერო მომღერლის, ქ. ლიანა კალმახელიძეს ბიოგრაფიის და შემოქმედების შესახებ..
მოიძიებენ ინტერნეტ სივრციდან ინფორმაციებს მომღერლის შესახებ.
მისგან აღებული ინტერვიუდან და მოძიებული ინფორმაციების შეჯამების შემდეგ მუშაობენ ბუკლეტის შესაქმნელად. ბუკლეტის შექმნის შემდეგ სკოლაში იწვევენ მომღერალს. ქალბატონი ლიანას და აუდიტორიის წინაშე აკეთებენ პრეზენტაციას.
დამზადებულ ბუკლეტებს გაავრცელებენ როგორც საკუთარ , ასევე სხვადასხვა სკოლებში და მეგობრებში.
Saturday, February 18, 2017
მეორე დღის რეფლექსია
* გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა
* გავეცანით ერთმანეთის პროექტების იდეებს
* მივიღეთ რეკომენდაციები
* დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა
* მივიღეთ დავალება; დავხვეწოთ პროექტის შინააარსი და დავასრულოთ
ბროშურაზე მუშაობა სახლში
პროექტის იდეა
თელავიდან ,, ლა სკალა''-მდე
ქართველი, თელაველი .ქალბატონის, ლიანა კალმახელიძის შემოქმედების გაცნობა .
თელავი უდუდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე ქალაქია,სადაც მრავალი
ცნობილი მუსიკოსი აღიზარდა. ერთ-ერთი მათგანი საოპერო მომღერალი ლიანა
კალმახელიძეა.
.
იდეის განსახორციელებლად მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს, ეწვევიან
მომღერალს, აიღებენ ინტერვიუს, გადაიღებენ სურათებს, ვიდეოს. მოძიებული
ინფორმაციების საფუძველზე შექმნიან ბლოგს მომღერლის შემოქმედებაზე.
ბლოგის შექმნის შემდეგ მოიწვევენ ქალბატონ ლიანას და პრეზენტაციას
წარადგენენ მის და აუდიტორიის წინაშე.
Sunday, February 12, 2017
ინტელის ტრენინგი დაიწყო
რეფლექსია
.
* გავეცანით ტრენინგის მიზანს, ინტელის სახელმძღვანელოს
* განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
* გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა, შევქმენით ახალი ბლოგი და პორტფოლიო
* გავეცანით მოდულში გამოყენებულ დამატებით რესურსებს
*განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროცესის გაუმჯობესება
თანამედროვე ტექნოლობიების გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს
მოსწავლეს შემოქმედებითი უნარების განვითარება-გაუმჯობესებაში
* მივიღეთ დავალება პროექტის თემის და სათაურის შესახებ
.
* გავეცანით ტრენინგის მიზანს, ინტელის სახელმძღვანელოს
* განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
* გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა, შევქმენით ახალი ბლოგი და პორტფოლიო
* გავეცანით მოდულში გამოყენებულ დამატებით რესურსებს
*განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროცესის გაუმჯობესება
თანამედროვე ტექნოლობიების გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს
მოსწავლეს შემოქმედებითი უნარების განვითარება-გაუმჯობესებაში
* მივიღეთ დავალება პროექტის თემის და სათაურის შესახებ
Subscribe to:
Posts (Atom)